მედია - შავ ზღვაში თურქულ ნავთობტანკერზე, რომელიც რუსეთიდან გამოვიდა და 140 000 ტონა ნედლი ნავთობითაა დატვირთული, დრონით თავდასხმა მოხდა

შავ ზღვაში თურქულ ნავთობტანკერზე დრონით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დრონით თავდასხმა ნავთობტანკერ ALTURA-ზე განხორციელდა, რომელიც რუსეთიდან გამოვიდა და 140 000 ტონა ნედლი ნავთობითაა დატვირთული.

შემთხვევა ბოსფორის სანაპიროდან დაახლოებით 24 კილომეტრში მოხდა.

დრონით დარტყმის შემდეგ გემზე აფეთქება მოხდა და ძრავის ოთახი დაზიანდა, სადაც წყალი შევიდა.

მედიის ინფორმაციით, ეკიპაჟის არცერთი წევრი არ დაშავებულა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს