ლენინგრადის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმა ლენინგრადის ოლქში მდებარე რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ობიექტზე, კირიშინეფტეორგსინტეზის ქარხანაზე განხორციელდა.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრე დროზდენკოს ცნობით, ოლქის თავზე 20 დრონი ჩამოაგდეს.
„წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა“, - აღნიშნა ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა.