საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი, პიტერ ანდრეოლი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა აშშ-ის საელჩოში მიმდინარეობს, რომელსაც ესწრებიან: „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია, "გახარია-საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ანა ბუჩუკური და „თავისუფლების მოედნის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ცუცქირიძე.

როგორც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღებას გაამახვილებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე.

„ჩვენ გვექნება შეხვედრა ბატონ ანდრეოლისთან, რომელიც არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, რომელიც აქ არის იმისთვის, რომ ადგილზე მოიკვლიოს ვითარება, დაინტერესდეს ყველა იმ ძირითადი პოლიტიკური საკითხით, რაც ახლა, როგორც გამოწვევა, ჩვენი დემოკრატიის წინაშე დგას. ბუნებრივია, ამავე დროს გაეცნოს იმ გამოწვევებს, რაც „შუა კორიდორს“ გააჩნია. ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ბატონი ანდრეოლი ეწვია როგორც ფოთის პორტს, ასევე ანაკლიის ტერიტორიას, ეს არის ძალიან კარგი ნიშანი იმ აქტიური ინტერესისა, რაც აშშ-ის გააჩნია „შუა კორიდორისადმი“ და საქართველოს უაღრესად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ფუნქციისადმი, რომელიც „ქოცურმა“ რეჟიმმა შეგნებულად შესწირა მსხვერპლად თავის რუსულ პოლიტიკურ კურსს, რის შედეგადაც ჩვენ უკვე მერამდენე წელია ძალიან დიდი დანაკარგი გვაქვს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სახით.

ცხადია, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ სახელით ვისაუბრებ, როგორც „შუა კორიდორთან“ დაკავშირებით, ასევე ყველა იმ ძირითად საკითხზე, რაც დღეს ჩვენს დემოკრატიას უდგას გამოწვევად, ეს იქნება პოლიტიკური სისტემის გადატვირთვის ჩვენებური ხედვა, ძალიან მკაფიოდ დაფიქსირება იმისა, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს. ჩვენ მოველით აშშ-დან ძალიან პროაქტიულ ჩართულობას ყველა ამ მიზნისა და ამოცანის განხორციელებაში", - განაცხადა გეგელიამ.

აშშ-ის საელჩოს ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ასევე შეხვდება მთავრობის, კერძო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ეწვევა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს.

გარდა ამისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს, პიტერ ანდრეოლის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა გააცნო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე