The Times of Israel - „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალების მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალების მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ისრაელელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირის ცნობით, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალების მეთაური, ალირეზა ტანგსირი, რომელიც ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაზე იყო პასუხისმგებელი, ბენდერ-აბასში ისრაელის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

ირანული მხარე და ისრაელის თავდაცვის ძალები გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს