„არ გადაყარო, ჩააბარე!“ - „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში

„თეგეტა მოტორსი“ „ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღეს“ უერთდება და 30 მარტიდან გარემოსდაცვით კამპანიას - „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - ამჯერად ბათუმში იწყებს. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, საავტომობილო ნარჩენები - აკუმულატორი, საბურავი და ზეთი - სპეციალურ პუნქტში მიიტანონ. ჩაბარების პუნქტი „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალის ტერიტორიაზე (იური გაგარინის ქ.1) 30 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით (ორშაბათი-შაბათი: 10:00-18:00 საათი, კვირა: 10:00-16:00 საათი) მოეწყობა.

მოქალაქეები, რომლებიც გარემოსდაცვით კამპანიაში ჩაერთვებიან, კომპანიისგან სპეციალურ შეთავაზებებსა და სიმბოლურ საჩუქრებს მიიღებენ. რაც შეეხება ჩაბარებულ საავტომობილო ნარჩენებს, შეგროვებული მეორადი აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ლიცენზირებულ გადამმუშავებელ ქარხნებამდე ტრანსპორტირებასა და ტექნიკური რეგლამენტით გადამუშავებას „თეგეტა გრინ პლანეტი“ უზრუნველყოფს.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი: „კამპანია „არ გადაყარო, ჩააბარე!“ გასულ წელს დავიწყეთ. ინიციატივას თბილისსა და ქუთაისში დიდი დაინტერესება მოჰყვა და გადავწყვიტეთ, კამპანია კიდევ უფრო მასშტაბური გაგვეხადა. ამჯერად ჩაბარების პუნქტი ბათუმში მოეწყობა.

გარემოზე ზრუნვა წლებია, ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ კუთხით მომხმარებლებს არაერთ საინტერესო ინიციატივას ვთავაზობთ. გარემოს დაცვა „თეგეტა მოტორსის“ კულტურისა და ბიზნესოპერაციების განუყოფელი ნაწილია. კომპანია, „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში საავტომობილო სპეციფიკური ნარჩენების გადამუშავებაზე მუშაობს“.

„თეგეტა მოტორსი“, როგორც გარემოზე მზრუნველი კომპანია, „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, წლებია, ხელს უწყობს საავტომობილო ნარჩენების ეფექტიან მართვასა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავებას, რის შედეგადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში 18 ათას ტონაზე მეტი საავტომობილო ნარჩენი გადამუშავდა. „თეგეტა გრინ პლანეტს“ საქართველოს მასშტაბით საავტომობილო ნარჩენების ჩაბარების 45 პუნქტი აქვს გახსნილი.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტის“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად საავტომობილო ნარჩენების საქართველოს მასშტაბით სწორად მართვაა.„თეგეტა მოტორსთან“ ერთად, წლებია, შესაბამისი ბიზნესპრაქტიკების დამკვიდრებას ვცდილობთ კომპანიის შიგნით და ამ შესაძლებლობას ჩვენს პარტნიორებსაც ვაძლევთ. პარალელურად, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ.

გვიხარია, რომ გარემოსდაცვით აქტივობებში მოქალაქეები აქტიურად ერთვებიან. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ კამპანიით - „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - მთელი საქართველო მოგვეცვა. ბათუმი მხოლოდ ერთ-ერთი ეტაპია - გარემოსდაცვითი აქტივობებით სხვა ქალაქებსაც ვეწვევით. გვჯერა, რომ გარემოზე ერთად უკეთესად ვიზრუნებთ“.

სწორედ გარემოზე ზრუნვის წასახალისებლად კამპანიაში ჩართული პირები, რომლებიც 30 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით ბათუმში „თეგეტა გრინ პლანეტის „ჩაბარების პუნქტში მიიტანენ და ჩააბარებენ აკუმულატორებს, საბურავებს ან/და ზეთებს, „თეგეტა მოტრსისაგან“ მიიღებენ:

  • 25%-იან ქეშბექს თეგეტას ბარათზე საავტომობილო პროდუქტების სრულ ასორტიმენტზე (საბურავები, აკუმულატორები და ზეთები)
  • „თეგეტა გრინ პლანეტის“ ბრენდირებულ საჩუქრებს, რომლებიც თეგეტას კამპანიების ბანერების გადამუშავებით დამზადდა
  • ყველაზე მეტი აკუმულატორის/საბურავის ჩამბარებელი კი „თეგეტა მოტორსის“ 300-300-ლარიანი ვაუჩერებით დასაჩუქრდება

ადგილზე მისულ სტუმრებს ასევე დახვდებათ „თეგეტა მოტორსის“ იმ ბრენდების პროდუქტების სტენდი, რომლებიც წარმოებისას გარემოზე ზრუნვის კომპონენტს ითვალისწინებს, მათ შორის არის Varta, Petronas, Bridgestone.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500000-მდე საცალო და 35000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

ინფორმაციას "თეგეტა ჰოლდინგი" ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე