გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ირანში ომი მსოფლიო ეკონომიკისთვის კატასტროფას წარმოადგენს

ირანში ომი მსოფლიო ეკონომიკისთვის კატასტროფას წარმოადგენს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

ბორის პისტორიუსის განცხადებით, ირანში ომის დაწყებამდე გერმანიას კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიუღია და ეს გერმანიის ომი არ არის.

„ჩვენთვის ამის შესახებ არავის უკითხავს. ეს ჩვენი ომი არ არის და შესაბამისად, ამ ომში ჩათრევა არ გვსურს. ნათლად რომ ვთქვათ, ეს ომის მსოფლიო ეკონომიკისთვის კატასტროფას წარმოადგენს“, - განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში გერმანია მზად იქნება, რომ მშვიდობა უზრუნველყოს.

„ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემთხვევაში, ყველა ოპერაციას განვიხილავთ მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, კერძოდ ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს