ივანე ჩხაიძე - ფილტვის ანთება და გრიპი ჩაანაცვლა ბრონქიოლიტმა და რესპირაციულ სინციტიურმა ვირუსმა - მოიმატა კორონავირუსის გავრცელებამაც

ფილტვის ანთება და გრიპი ჩაანაცვლა ბრონქიოლიტმა და რესპირაციულ სინციტიურმა ვირუსმა - მოიმატა კორონავირუსის გავრცელებამაც, მარტის თვეში გასულ თვეებთან შედარებით გაცილებით ბევრი იყო,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ბრონქიოლიტი იწვევს მკვეთრად გახშირებულ შეტევითი ხასიათის ხველას, გახშირებულ სუნთქვას და სპეციფიკური სიმპტომია სტვენითი სუნთქვა.

„დეკემბრის შუა რიცხვებში გრიპის შემთხვევების ჯამური რაოდენობა ქვეყანაში შეადგენდა 70%-ს. ახლა, მარტის პირველი და მეორე კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვევები შემცირდა 7%-მდე. მარტის თვეში, გრიპის ვირუსი ჩაანაცვლა და ყველაზე მეტია სწორედ რესპირაციულ სინციტიური ვირუსი. თუ გადავხედავთ, ბავშვებში გართულების ძირითადი მიზეზი არის ბრონქიოლიტი და ფილტვების ანთება, ახლა ბრონქიოლიტი სჭარბობს. ბრონქიოლიტი იწვევს მკვეთრად გახშირებულ შეტევითი ხასიათის ხველას, გახშირებულ სუნთქვას, სპეციფიკური სიმპტომი აქვს სტვენითი სუნთქვა.

ეს არის ბრონქიოლიტის წამყვანი მიზეზი, რაც განპირობებულია ბრონქიოლების შევიწროებით.

ფილტვის ანთება და გრიპი ახლა ჩაანაცვლა ბრონქიოლიტმა და რესპირაციულ სინციტიურმა ვირუსმა. ეს არის წლევანდელი სეზონის განსხვავება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დიდხანს არ იყო ქვეყანაში და ბოლო პერიოდში გამოჩნდა კორონავირუსი - მოიმატა კორონავირუსის შემთხვევებმა.

ეს მატება არ შეეხო მძიმედ მიმდინარე დაავადებას, პირველადი ჯანდაცვის რგოლის პაციენტები არიან. კორონავირუსის შემთხვევები მარტის თვეში გაცილებით ბევრი იყო გასულ თვეებთან შედარებით. „ომიკრონის“ ერთ-ერთი მუტაცია ცირკულირებს. საუბარი, რომ საფრთხეს წარმოადგენს, არ არის, მაგრამ, მომატებული არის“,- აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

რაც შეეხება უშუალოდ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს, ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომ კლინიკაში „ბევრა რესპირაციულ სინციტიური ვირუსი“

„28 პაციენტიდან 14 აქვს რესპირაციულ სინციტიური ვირუსით მიმდინარე პრობლემა“,- აცხადებს ჩხაიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე