კახა კალაძე - ეკლესიის წინააღმდეგ შეტევა გუშინ არ დაწყებულა, ჩვენ ამას ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში - ისიც ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ, თუ საიდან მოდის, ვისი დაკვეთით

ეკლესიის წინააღმდეგ შეტევა გუშინ არ დაწყებულა, ჩვენ ამას ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს შეტევა, ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა, პატრიარქის წინააღმდეგ როგორი შეტევა მიმდინარეობდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას შეუძლია ძალიან მარტივად გააკეთოს შეფასება, რომელი პოლიტიკური დაჯგუფება რას ემსახურება.

„ეკლესიის წინააღმდეგ შეტევა გუშინ არ დაწყებულა, ჩვენ ამას ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს შეტევა, ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა, პატრიარქის წინააღმდეგ როგორი შეტევა მიმდინარეობდა. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ყველაფერი. ისიც ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ თუ საიდან მოდის, ვისი დაკვეთით და როგორ იმართება აღნიშნული პროცესები, ამიტომ, მე ვფიქრობ, ყველა კითხვას, რომელიც არსებობდა საზოგადოებაში, პასუხი გაცემული აქვს, ყველამ ყველაფერი კარგად დაინახა, ვინ ვინ არის და დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან მარტივად შეუძლია გააკეთოს შეფასებები, რომელი პოლიტიკური დაჯგუფება ვის და რას ემსახურება“, - განაცხადა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს