Axios - აშშ ირანის წინააღმდეგ „საბოლოო დარტყმისთვის“ სამხედრო ვარიანტებზე მუშაობს

აშშ ირანის წინააღმდეგ „საბოლოო დარტყმისთვის“ სამხედრო ვარიანტებზე მუშაობს, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, თუ მოლაპარაკებებში წინსვლა არ იქნება და ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება, მაშინ სამხედრო ესკალაციის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, გამანადგურებელი ძალის დემონსტრირება აშშ-ის მოლაპარაკებების პროცესში უფრო მეტ ბერკეტს, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გამარჯვების გამოცხადების შესაძლებლობას მისცემს.

წყაროების ინფორმაციით, პენტაგონი „საბოლოო დარტყმისთვის“ ოთხ ვარიანტს განიხილავს: 1. ხარგის კუნძულის დაკავება ან ბლოკადა. 2. კუნძული ლარაკის დაკავება, რომლითაც ირანი ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს. 3. ჰორმუზის სრუტის შესასვლელში მდებარე აბუ მუსას სტრატეგიული კუნძულის დაკავება. 4. ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით ირანული ნავთობის გადამზიდი გემების დაკავება.

ასევე, გამოცემა წერს, რომ პენტაგონმა ირანის ბირთვულ ობიექტებში არსებული გამდიდრებული ირანის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სახმელეთო ოპერაციის ვარიანტებიც მოამზადა. თუმცა, მსგავსი სახიფათო ოპერაციის ნაცვლად, შესაძლოა, აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელოს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა