Reuters - რუსი დეპუტატები აშშ-ში ჩავიდნენ

რუსი დეპუტატები აშშ-ში ჩავიდნენ, - ინფორმაციას Reuters-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსი დეპუტატები აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კონგრესის წევრებსა და აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

რუსი პარლამენტარების დელეგაციას რუსეთის დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვიაჩესლავ ნიკონოვი ხელმძღვანელობს, რომელიც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ მოლოტოვის შვილიშვილია.

ვიზიტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელი“ წევრის, ანა პაულინა ლუნას ინიციატივით ხორციელდება, რომელმაც ჯერ კიდევ იანვარში გამოაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტისგან რუსი დეპუტატების ვიზიტის ნებართვა მიიღო.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს