მეუფე სტეფანე - თავიდანვე ვამბობ, რომ უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს - მე ვფიქრობ ასე, რომ ხმა უნდა მივცე მეუფე შიოს

ხმა უნდა მივცე მოსაყდრე მეუფე შიოს - ვიცი, როგორი ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთან და ვიცი, როგორ წყვეტდა უწმინდესი საკითხებს მეუფე შიოს მეშვეობით, მეუფე შიოს თვითნებურად არაფერი გაუკეთებია და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, ასევე ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანათის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის „უწმინდესს ენდობა და მის გამორჩეულ ადამიანს“.

„მე თავიდანვე ვამბობ, რომ მე უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს. მე ვფიქრობ ასე: ხმა უნდა მივცე მოსაყდრე მეუფე შიოს და ეს არის ჩემი პოზიცია, არ მჭირდება არავისთან ინტერვიუები, ეს უკვე ნათქვამი მაქვს და არავისთან გავცემ ამაზე ინტერვიუს...

მე უწმინდესს ვენდობი, მის გამორჩეულ ადამიანს ვენდობი. 9 წელია მეუფე შიო ემსახურება ჩვენს ეკლესიას უწმინდესის ხელმძღვანელობით. მე ვიცი, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მასთან და ვიცი, როგორ წყვეტდა უწმინდესი საკითხებს მეუფე შიოს მეშვეობით. მეუფე შიოს თვითნებურად არაფერი გაუკეთებია და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის პრობლემა იქნებოდა, უწმინდესის სიტყვის საწინააღმდეგოდ რაიმე რომ გაეკეთებინა, მხოლოდ ამ შემთხვევაში. მე ვხედავ მის ერთგულებას, მე ვხედავ მის უწმინდესისადმი ყველანაირ გამოხატულ სიყვარულს და რა თქმა უნდა, მე სხვა ვარიანტს არ ვუშვებ ჩემს გადაწყვეტილებაში. სხვა რას გააკეთებს, ვერ ვაგებ პასუხს“, - აღნიშნავს მიტროპოლიტი სტეფანე.

გარდა ამისა, მიტროპოლიტი სტეფანე ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ილია მეორის ტახტზე არავინ უნდა დაჯდეს - ეს ტახტი უნდა დავუტოვოთ მას“.

როგორც მიტროპოლიტი სტეფანე აღნიშნავს, „არავითარი შესანახი ტახტი არ გვაქვს ჩვენ“.

„რა უნდა შევინახოთ?! პატრიარქის ტახტი არის, რომელზეც ყველა პატრიარქი უნდა იჯდეს. ეს უნდა იყოს სათუთად მიპყრობილი. ვინც დაჯდება, სათუთად უნდა მოეპყროს. არა ის, გვერდით დავდოთ და რაღაც შემოვაბათ ზონარი აქ პატრიარქი იჯდა. ჩვენ პატრიარქი გვეყოლება. სანამ ამ ქვეყნად ცხოვრება იქნება, პატრიარქი უნდა გვყავდეს. არავითარი შესანახი ტახტი არ გვაქვს ჩვენ. ის ტახტი უნდა იყოს როგორც რელიკვია, ამავე დროს იმ ტახტში უნდა იჯდეს პატიოსანი მემკვიდრე“,- აღნიშნავს მიტროპოლიტი.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას ათასობით მოქალაქემ პატივი მიაგო. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე