„საქართველოს ბანკმა“ 2025 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში წარადგინა

25 მარტს „საქართველოს ბანკმა“ 2025 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში – „Sustainability Report 2025: From Strategy to Impact“ – წარადგინა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მარეგულირებელი ორგანოებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ამასთან, გაიმართა პანელური დისკუსიები მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებაში საფინანსო სექტორის როლის შესახებ. მასში მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო დონის ექსპერტები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, მათ შორის:

  • ვირჯინია მერტინ ჰერიცი, J&P Morgan-ის ESG კვლევის მეთოდოლოგიებისა და ინტეგრაციის გლობალური მიმართულების ხელმძღვანელი;
  • ელენ ვუდ-გაში, S&P Global-ის მდგრადი გადაწყვეტების სპეციალისტი;
  • ლილიანა პოცო (Liliana Pozzo), საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის - IFC-ის ევროპის მენეჯერი მდგრადი დაფინანსების სერვისების მიმართულებით;
  • ანდრეას ბერკოფი, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებისუფროსი ოფიცერი;
  • ზოი პაი, EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების სექტორის დირექტორი გარემოს და მდგრადი განვითარების მიმართულებით;
  • ლესლი ბერმან ლამი, აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში.

საქართველოს ბანკის 2025 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე.

ინფორმაციისთვის, მდგრადი განვითარების დოკუმენტი ასახავს საქართველოს ბანკის სტრატეგიას, მიღწევებსა და გაზომვად შედეგებს გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) მიმართულებით. ბანკის ESG მიმართულება მოიცავს ისეთ პროექტებსა და ინიციატივებს, როგორებიცაა: მდგრადი დაფინანსების პროდუქტები, პროექტები და სერვისები, განახლებადი ენერგიის პროექტები, ენერგოეფექტურობა, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, ენერგოეფექტური მშენებლობა და სხვა. ამასთან, მხარს უჭერს ქალ მეწარმეებს, მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, ფინანსურ განათლებასა და ფინანსურ ინკლუზიურობას. გარდა ამისა, ბანკი აქტიურად ახორციელებს ღონისძიებებს ორგანიზაციის მიერ საოპერაციო საქმიანობის შედეგად, გარემოსთვის მიყენებული უარყოფითი გავლენის შესამცირებლად, კერძოდ, გარდა ენერგოეფექტური ღონისძიებებისა, ბანკის ელექტროენერგიის მოხმარების 88% რეგიონებში მზის ენერგიით მარაგდება.

ამასთან, საქართველოს ბანკი განათლების, კულტურის, სპორტისა და დაცული ტერიტორიების მთავარი მხარდამჭერია. აღნიშნული ინიციატივები მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რაც ქვეყნის გრძელვადიანი და მდგრადი განვითარების საწინდარია.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე