„საქსტატში“ საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა

25 მარტს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა და ამავე დროს საბჭოს თავმჯდომარემ გოგიტა თოდრაძემ გახსნა. უწყებათაშორისი საბჭო 2025 წლის მარტში საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა.

„შეხვედრაზე საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს თავმჯდომარემ, გოგიტა თოდრაძემ საბჭოს წევრებს წარუდგინა

საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2024-2027 წლების სტრატეგიის განხორციელების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების 2025 წლის მონიტორინგის წლიური ანგარიში.

სამოქმედო გეგმის პროექტი მომზადებული იყო პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად. სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგია სამ ძირითად მიზანს და მათში შემავალ ცხრა ამოცანას მოიცავს. 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა მოიცავდა 91 აქტივობას, რომელთაგან 86 შესრულდა სრულად, ხოლო დანარჩენ აქტივობებზე ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები მინისტრის მოადგილეების დონეზე და საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

სხდომის დასასრულს, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრებს შეხვედრაში აქტიური მონაწილეობისთვის. საბჭოს წევრებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების მიმართულებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე