სახალხო დამცველმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ბალდის კანიონის ბუნების ძეგლთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა ბალდის კანიონის ბუნების ძეგლთან (დაცულ ტერიტორიასთან) დაკავშირებით, მიმდინარე წლის 20 მარტს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2025 წლის ოქტომბერში, პირველ ინსტანციაში დასრულდა დავა და სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადგილობრივების სარჩელი, რომლითაც ბალდის კანიონთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები იყო სადაოდ გამხდარი, საკითხის სპეციფიკიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე კი მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ შეძლო სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენა, პირველად, დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ დავაში, საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა.

„ბალდის კანიონის ბუნების ძეგლთან (დაცულ ტერიტორიასთან) დაკავშირებული საკითხები როგორც ახლანდელი, ასევე, მომავალი თაობების ინტერესების დაცვასა და ადამიანის უფლებების რეალიზაციას პირდაპირ უკავშირდება. ამდენად, სასამართლოს მეგობრის წარდგენის მიზანია დაცული ტერიტორიების როლისა და მნიშვნელობის, საერთაშორისო მიდგომების, პრინციპებისა და გარანტიების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

დოკუმენტში გაანალიზებული თანამედროვე მიდგომები ცხადყოფს, რომ დაცულ ტერიტორიებს გაზრდილი მნიშვნელობა აქვთ არაერთი მიმართულებით. მათ შორის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული გამოწვევების დაძლევისა და ადგილობრივ დონეზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში. ხოლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ღიაობა, გამჭვირვალობა და უწყებების ანგარიშვალდებულება დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ხედვებისა და კარგი მმართველობის პრინციპების განუყოფელი ნაწილია. ადგილობრივი გარემოებების, ტრადიციების, ცოდნის სისტემების გათვალისწინება შეუძლებელია ინკლუზიური დიალოგისა და დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობის გარეშე. მოქალაქეების მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები კი ვერ პასუხობს უფლებრივ სტანდარტებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება სრულად

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა