ანიტა ჰიპერი - ელენე ხოშტარიასთვის გამოტანილი განაჩენი არაპროპორციულია - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ძირითადი დემოკრატიული სტანდარტების საწინააღმდეგოდ მოქმედებს

ელენე ხოშტარიასთვის გამოტანილი განაჩენი არაპროპორციულია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა ბრიფინგზე „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენის შესახებ „პუბლიკას“ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა.

„კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიასთვის გამოტანილი განაჩენი, რომელიც 18 თვით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, არაპროპორციულად მიგვაჩნია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ძირითადი დემოკრატიული სტანდარტების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ამას მივიჩნევთ, როგორც დემოკრატიული რეპრესიების გაგრძელებას, რომელიც უნდა დასრულდეს. ეს ოპოზიციის, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და იმ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების ნაწილია, რომლებიც ფუნდამენტური უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის იბრძვიან. ჩვენი გზავნილი ნათელია, ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი უნდა გათავისუფლდეს“, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე