კირ სტარმერი - უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ - რაც არ უნდა უთხრას პუტინმა საკუთარ თავს, სიმართლე იმაშია, რომ რუსეთი არ იმარჯვებს, ისინი ვერ გაიმარჯვებენ

იმის მიუხედავად, თუ რა შეიძლება უთხრას პუტინმა საკუთარ თავს, ოთხი წლის შემდეგ, სიმართლე იმაშია, რომ რუსეთი არ იმარჯვებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, “უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ”, რაც, ასევე, რუსეთის “ჩრდილოვან ფლოტთან” დაკავშირებით ქმედებებს მოიცავს, რაც “ნამდვილად მნიშვნელოვანი თემაა” დღეს.

სტარმერმა, ასევე, აღნიშნა, რომ ევროპელებმა უნდა “შეინარჩუნონ პუტინზე ზეწოლა და წვლილი შეიტანონ ნარატივის შეცვლაში”.

“მიწაზე რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინა მყარად დგას. ბოლო კვირების განმავლობაში ტერიტორია დაიბრუნეს, დამპყრობლებს საშინელ ფასს აკისრებენ. ასე რომ, იმის მიუხედავად თუ რა შეიძლება უთხრას პუტინმა საკუთარ თავს, ოთხი წლის შემდეგ, სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი არ იმარჯვებს. ისინი ვერ გაიმარჯვებენ. მათ უნდა შეწყვიტონ სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ გზის ბლოკირება”, - განაცხადა სტარმერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა