მიტროპოლიტი ისაია - ჯერ შორია პატრიარქის არჩევნებამდე, არავის დაუსახელებია ვინმე კანდიდატად, ამიტომაც ვერავინ მოხსნიდა კანდიდატურას - დანარჩენს კი დრო გამოაჩენს

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია) აცხადებს, რომ ახალი პატრიარქის არჩევნებამდე „ჯერ შორია“, კანდიდატურა არავის დაუსახელებია და შესაბამისად, ვერ მოხსნიდა.

„ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ კანდიდატურა მოხსნა და დააყენებს თუ არა კანდიდატურას, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ დრო აჩვენებს.

„ჯერ შორი დროა არჩევნებამდე, ამიტომ ჯერ არავის დაუსახელებია ვინმე კანდიდატად, ამიტომაც ჯერ ვერავინ მოხსნიდა თავის კანდიდატურას, მგონია, გასაგებად ვამბობ…

დანარჩენს კი დრო გამოაჩენს, რა როგორ იქნება“, - აცხადებს მიტროპოლიტი.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას ათასობით მოქალაქემ პატივი მიაგო. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ წმინდა სინოდმა ახალი პატრიარქი უნდა აირჩიოს. ჯერჯერობით კანდიდატები ოფიციალურად არ დასახელებულან, თუმცა გავრცელდა ცნობები, რომ საკუთარი კანდიდატურა მიტროპოლიტმა ისაიამ მოხსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სასარგებლოდ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ