„საქართველოს რკინიგზა“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 8-14 აპრილს მატარებლების რეისებს ამატებს

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით მატარებლების რეისებს ამატებს.

მოძრაობის განრიგი ასეთია:

8, 9, 10, 11, 13, 14 აპრილი - თბილისი - ბათუმი: გასვლა:10:10, ჩასვლა: 15:22;

ბათუმი - თბილისი: გასვლა: 18:30, ჩასვლა: 23:29;

8, 9, 10, 11, 13 აპრილი - თბილისი - ფოთი: გასვლა: 09:10, ჩასვლა: 14:45;

ფოთი-თბილისი: გასვლა: 17:20, ჩასვლა: 22:54.

მათივე ცნობით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდის საშუალებით: https://gr.com.ge, აპლიკაციის საშუალებით: onelink.to, „საქართველოს რკინიგზის“ სალაროებში და „საქართველოს რკინიგზის“ პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა