შალვა პაპუაშვილი - უმადურია ევროკავშირი საქართველოს მიმართ - ვხედავთ, რომ იყო ცილისწამების მცდელობა ყულევთან დაკავშირებით, ასე პასუხობენ ჩვენს მხარდაჭერას

უმადურია ევროკავშირი საქართველოს მიმართ. ვხედავთ, რომ იყო ცილისწამების მცდელობა ყულევთან დაკავშირებით. ასე პასუხობენ ჩვენს მხარდაჭერას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „საქართველოს არავითარი ვალდებულება არ გვაქვს, რომ ევროკავშირის სანქციები დაიცვას, მაგრამ ამას აკეთებს მხოლოდ უკრაინელი ხალხის გვერდში დგომის, პატივისცემის გამო და არა ბრიუსელისა და კიევის ხელისუფლებისთვის“.

„მიუხედავად იმისა, რომ ცილისწამება არის საქართველოსთან დაკავშირებით, ვერცერთი ფაქტი ვერ დადასტურდა, რომ რამენაირად საქართველოში სანქციების დაზღვევა ხდება. ჩვენ ამ პირობებს ვიცავთ მიუხედავად იმისა, რომ უმადურია ევროკავშირი საქართველოს მიმართ. ვხედავთ, რომ იყო ცილისწამების მცდელობა ყულევთან დაკავშირებით, ასევე პასუხობენ ჩვენს მხარდაჭერას. ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, რომ ევროკავშირის სანქციები დავიცვათ, მხოლოდ უკრაინელი ხალხის გვერდში დგომისა და პატივისცემის გამო უზრუნველვყოფთ ამ ყველაფერს და არა ბრიუსელისა და კიევის ხელისუფლებისთვის, მაგრამ უმადურობას ვხედავთ, მათ შორის ბრიუსელისგან. ბოლო დროს უმადურობის მაგალითი იყო ყულევთან დაკავშირებით ცილისწამება, რომელიც დადასტურდა, რომ აბსოლუტური ტყუილი იყო. სანქციების დარღვევის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რის შემდეგაც ბოდიშიც კი ვერ მოვისმინეთ მათი მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს