ილჰამ ალიევი საქართველოს საელჩოს ეწვია და კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს საელჩოს ეწვია და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ალიევს საელჩოში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე დახვდა.

საელჩოში ვიზიტისას ილჰამ ალიევმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მისმა უწმინდესობა ილია II-მ, თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა კეთილშობილურ საქმეებს და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობას მიუძღვნა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ხსოვნას აზერბაიჯანში ყოველთვის პატივს მიაგებენ.

ალიევმა ისაუბრა მისი უწმინდესობის, ილია II-ის როლზე აზერბაიჯან-საქართველოს ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის ურთიერთობების განვითარებაში.

ზურაბ პატარაძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს საელჩოში სტუმრობისა და სამძიმრის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს