ძალიან მიადვილდება, როდესაც ბაჩო ახალაიასა და დანაშაულზე ვსაუბრობ, რადგან ეს ორი არის სინონიმი - ეს არის ადამიანი, რომელიც დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი და შემოქმედი იყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საქმე ეხება „ძალადობრივი სისტემის ერთ-ერთ შემოქმედს და შესაბამისად, საზოგადოებას არანაირი ეჭვი არ აქვს, რომ ამ ადამიანს ხელისუფლებაში ძალადობრივად დაბრუნების სურვილი გააჩნია“.
„ამ ყველაფერს სამართლებრივ შეფასებას სასამართლო მისცემს. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, ვინ არის ბაჩო ახალია, მგონი ბავშვმაც კი იცის. საქმე გვაქვს ძალადობრივი სისტემის ერთ-ერთ შემოქმედთან. ასე რომ, არანაირი ეჭვი, რომ ამ ადამიანს ხელისუფლებაში ძალადობრივად დაბრუნების სურვილი აქვს, საზოგადოებას არ აქვს.
ძალიან მიადვილდება, როდესაც ბაჩო ახალაიასა და დანაშაულზე ვსაუბრობ, რადგან ეს ორი არის სინონიმი. ეს არის ადამიანი, რომელიც დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი და შემოქმედი იყო. ასე რომ, ბაჩო ახალაიაზე და დანაშაულზე საუბარი ძალიან ადვილია, რადგან ეს ორი რამ ერთმანეთის სინონიმია. სამართლებრივად სასამართლო იტყვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ 9 მარტს ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 317-ე მუხლით დაიწყო, რაც დამხობის მოწოდებას გულისხმობს.
კერძოდ, საქმე ეხება ბაჩო ახალიას სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებას - „ივანიშვილი არის დასამხობი“.