ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში უკრაინელ სამხედრო ექსპერტებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ სამხედრო ექსპერტებს შეხვდა, რომლებიც ერთ კვირაზე მეტია საუდის არაბეთში მუშაობენ.

ზელენსკის ინფორმაციით, შეხვედრაზე მათი მუშაობის შედეგები და საჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერება განიხილეს.

“შევხვდი ჩვენს სამხედრო ექსპერტებს, რომლებიც საუდის არაბეთში ერთ კვირაზე მეტია იმყოფებიან. მათ წარმოადგინეს ანგარიში საწყისი სამუშაოს შედეგებისა და დასკვნების შესახებ, როგორც ოპერატიულ, ასევე უფრო ფართო დონეზე. ამ რეგიონში ჩვენი საჰაერო თავდაცვის ექსპერტების მთავარი მიზანია პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და იმის დადგენა, თუ რა ცვლილებებია საჭირო ირანული „შაჰედებისა“ და რაკეტებისგან ადამიანებისა და მათი სიცოცხლის დაცვის გასაძლიერებლად. მადლობელი ვარ მათი სწრაფი და საფუძვლიანი მუშაობისთვის. არსებობს კონკრეტული რამ, რისი გაკეთებაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად შეგვიძლია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინელმა ექსპერტებმა მოკლე დროში შეძლეს თავიანთი გამოცდილების გაზიარება და იმის დემონსტრირება, თუ როგორ იცავს უკრაინა ადამიანებსა და ინფრასტრუქტურას.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ექსპერტიზა საჰაერო თავდაცვის სფეროში უნიკალურია. ის რეალურ საბრძოლო პირობებში შემუშავდა და უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტურობა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა თავდაცვაში დახმარება გაუწიოს იმ ქვეყნებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ მას დამოუკიდებლობისთვის ომში.

შეხვედრის დროს განიხილეს საუდის არაბეთის ცის დაცვის გაძლიერების ძირითადი ასპექტები, პირველ რიგში, მიდგომები, რომელიც დრონების ჩამოგდების მიმართ გამოიყენება.

„უკრაინა მზადაა გრძელვადიანი და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობისთვის. ვამაყობ ჩვენი ხალხით და უკრაინის ძლიერებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში გუშინ ჩავიდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა