ცნობილი თურქი მსახიობი ჰანდე ერჩელი დააკავეს

ცნობილი თურქი მსახიობი ჰანდე ერჩელი, რომლის დაპატიმრების ორდერი ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში იყო გაცემული, ქვეყანაში დაბრუნებისთანავე დააკავეს, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სტამბოლის სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ, ერჩელი თმისა და სისხლის ნიმუშების ასაღებად სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ ნარკოტიკებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 16 პირის დაკავების ორდერი გასცა. აქედან 14 ორი დღის წინ დააკავეს, მათ შორის ბიზნესის, სპორტისა და შოუ-ბიზნესის სფეროს ცნობილი ფიგურები. დაკავებულებს შორის არიან ბიზნესმენები, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ყოფილი პრეზიდენტი ფიკრეტ ორმანი, საფეხბურთო კლუბ „გალათასარაის“ ყოფილი პრეზიდენტი ბურაკ ელმასი, ჰაკან და ქერიმ საბანჯები, ასევე მოდელები დიდემ სოიდანი და გუზიდე დურანი. სტამბოლის პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ეჭვმიტანილები არიან ნარკოტიკების პირადად მოხმარებაში ან ნარკოტიკების მოხმარების ხელშეწყობაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა