დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს - სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ეკატერინე სურმავა დაინიშნა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს. სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ეკატერინე სურმავა დაინიშნა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ახალი დირექტორი თანამშრომლებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა წარუდგინა.

მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა სააგენტოში არსებულ სიახლეებზე, სამომავლო გეგმებზე და სააგენტოს დირექტორს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკატერინე სურმავას მიგრაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცოდნა და მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სააგენტოს საქმიანობის გაძლიერებაში.

მიხეილ სარჯველაძემ სააგენტოს თანამშრომლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დასაქმებისა და შრომითი მიგრაციის მიმართულებით აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. ეკატერინე სურმავას საჯარო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის წლების განმავლობაში შსს მიგრაციის დეპარტამენტში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობრივ პოზიციებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა