ე.ი. ეუთო-ს საგამოძიებო მექანიზმის დასკვნა არ ყოფილა სამართლებრივი მნიშვნელობის, მაგრამ აი, „ფეისბუქ“ სტატუსები სამართლებრივია, ხალხს ციხეში უშვებენ სტატუსების გამო, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.
ანა ბუჩუკურის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება, რომ 20 ივნისის საქმეზე „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა საქმეს მტკიცებულებად არ დაურთოს, „ქართული ოცნების“ „აღდგენილ სამართლიანობაზე“ მეტყველებს.
„ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიკურადაა მოტივირებული, მოსამართლემ საქმეს არ დაურთო, პროკურატურამ რა სამართლებრივი მნიშვნელობის ეგ არისო.
ე.ი. ეუთო-ს საგამოძიებო მექანიზმის დასკვნა არ ყოფილა სამართლებრივი მნიშვნელობის, მაგრამ აი, „ფეისბუქ“ სტატუსები სამართლებრივია, ხალხს რომ ციხეში უშვებენ სტატუსების გამო.
„ქართული ოცნების“ აღდგენილი სამართლიანობა, როგორც ასეთი”, - წერს ანა ბუჩუკური.
ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, 20 ივნისის საქმეზე, ბერდია სიჭინავამ „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის მტკიცებულებად დართვა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ დოკუმენტი საქმეს არ დაურთო.