ანა ბუჩუკური - „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიკურადაა მოტივირებული, მოსამართლემ საქმეს არ დაურთო, პროკურატურამ რა სამართლებრივი მნიშვნელობის ეგ არისო

ე.ი. ეუთო-ს საგამოძიებო მექანიზმის დასკვნა არ ყოფილა სამართლებრივი მნიშვნელობის, მაგრამ აი, „ფეისბუქ“ სტატუსები სამართლებრივია, ხალხს ციხეში უშვებენ სტატუსების გამო, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს.

ანა ბუჩუკურის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება, რომ 20 ივნისის საქმეზე „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა საქმეს მტკიცებულებად არ დაურთოს, „ქართული ოცნების“ „აღდგენილ სამართლიანობაზე“ მეტყველებს.

„ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიკურადაა მოტივირებული, მოსამართლემ საქმეს არ დაურთო, პროკურატურამ რა სამართლებრივი მნიშვნელობის ეგ არისო.

ე.ი. ეუთო-ს საგამოძიებო მექანიზმის დასკვნა არ ყოფილა სამართლებრივი მნიშვნელობის, მაგრამ აი, „ფეისბუქ“ სტატუსები სამართლებრივია, ხალხს რომ ციხეში უშვებენ სტატუსების გამო.

„ქართული ოცნების“ აღდგენილი სამართლიანობა, როგორც ასეთი”, - წერს ანა ბუჩუკური.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, 20 ივნისის საქმეზე, ბერდია სიჭინავამ „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის მტკიცებულებად დართვა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ დოკუმენტი საქმეს არ დაურთო.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა