ფრიდრიხ მერცი დონალდ ტრამპს „მასობრივ ესკალაციაში“ ადანაშაულებს

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ის, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამჟამად აკეთებს, არის არა დეესკალაცია ან მშვიდობიანი გადაწყვეტის მიღწევის მცდელობა, არამედ „მასიური ესკალაცია გაურკვეველი შედეგით“.

„ეს არის ესკალაცია, რომელიც უკვე საფრთხეს ქმნის. საფრთხეს არა მხოლოდ უშუალოდ დაზარალებულების, არამედ ყველა ჩვენგანისთვის“, - აღნიშნა მერცმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე გამოთქვა ეჭვი „ირანის რეჟიმის დამხობის" შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

„რეჟიმის შეცვლა ნამდვილად არის მიზანი? თუ ეს არის მიზანი, არ მჯერა, რომ ისინი მიაღწევენ მას. ასეთი მცდელობები ძირითადად წარუმატებელია“, - აღნიშნა მერცმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა