იემენელმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს

იემენელმა „ჰუსიტებმა“ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტები“ ომში ჩაერთნენ და სამხრეთ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.

იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ფონზე სამხრეთ ისრაელში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰუსიტების“ მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

ცნობისთვის, ირანში ომის დაწყების შემდეგ ეს ისრაელის წინააღმდეგ „ჰუსიტების“ სარაკეტო თავდასხმის პირველ შემთხვევას წარმოადგენს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა