ირანელმა ჰაკერებმა FBI-ის დირექტორის პირადი ელექტრონული ფოსტა გატეხეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის, კაშ პატელის პირადი ელექტრონული ფოსტა ირანთან დაკავშირებული ჰაკერების ჯგუფმა Handala Hack-მა გატეხა და ინტერნეტში ფოტოსურათები და დოკუმენტები გაავრცელა.
პატელის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევა ჰაკერების ჯგუფმა საკუთარ ვებგვერდზე დაადასტურა.
FBI-მ განაცხადა, რომ ჰაკერების აქტივობის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ და მოპარული ინფორმაცია სამთავრობო დოკუმენტებს არ მოიცავს.