Reuters - ირანელმა ჰაკერებმა FBI-ის დირექტორის პირადი ელექტრონული ფოსტა გატეხეს

Reuters - ირანელმა ჰაკერებმა FBI-ის დირექტორის პირადი ელექტრონული ფოსტა გატეხეს

ირანელმა ჰაკერებმა FBI-ის დირექტორის პირადი ელექტრონული ფოსტა გატეხეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის, კაშ პატელის პირადი ელექტრონული ფოსტა ირანთან დაკავშირებული ჰაკერების ჯგუფმა Handala Hack-მა გატეხა და ინტერნეტში ფოტოსურათები და დოკუმენტები გაავრცელა.

პატელის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევა ჰაკერების ჯგუფმა საკუთარ ვებგვერდზე დაადასტურა.

FBI-მ განაცხადა, რომ ჰაკერების აქტივობის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ და მოპარული ინფორმაცია სამთავრობო დოკუმენტებს არ მოიცავს.