სიონში ხვალ, მეუფე შიო წირვას აღავლენს, რის შემდეგაც პატრიარქის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდება

სიონში ხვალ, მეუფე შიო წირვას აღავლენს, რის შემდეგაც პატრიარქის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდება

სიონის საპატრიარქო ტაძარში ხვალ, წირვა აღესრულება, რის შემდეგაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდება.

საპატრიარქოს ინფორმაციით, წირვას მეუფე შიო აღავლენს.

„ამა წლის 29 მარტს, 10:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას აღასრულებს სიონის საპატრიარქო ტაძარში.

წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი”,- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.