დონალდ ტრამპი - ირანმა ტრამპის სრუტე უნდა გახსნას, ჰორმუზის სრუტეს ვგულისხმობ

ირანმა ტრამპის სრუტე უნდა გახსნას, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მაიამიში გამართულ საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„მათ ტრამპის სრუტე უნდა გახსნან - ჰორმუზის სრუტეს ვგულისხმობ. ბოდიში, მაპატიეთ, ეს საშინელი შეცდომაა. „ფეიკ“ ნიუსი იტყვის, რომ „მან ეს შემთხვევით თქვა“, მაგრამ ჩემთან შემთხვევით არაფერი ხდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე, მისი თქმით, ირანში „სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს და არა ომი“.

„ჩვენ ამას სამხედრო ოპერაციას ვუწოდებთ და არა ომს. ეს ასე სამართლებრივი მიზეზების გამოა. მე სამხედრო ოპერაციას ვუწოდებ, რადგან ამისთვის არანაირი ნებართვა არ მჭირდება. ომის შემთხვევაში კონგრესისგან ნებართვა უნდა მიიღო, თუ რაღაც ამგვარი რამ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა