მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები თანამედროვე სამკურნალო მედიკამენტების საქართველოში შემოტანას ითხოვენ. ასევე, მოითხოვენ, რომ მათ პრემიერ-მინისტრი შეხვდეთ.

მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები სხვადასხვა წარწერით: „გადაარჩინე სიცოცხლე, გადაარჩინე მომავალი“; „ყოველი დღე არის ბრძოლა სიცოცხლისთვის“; “ყოველი დღე ძვირფასია - სახელმწიფოს უმოქმედობა უდრის დაკარგულ სიცოცხლეს“.