ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ახლო აღმოსავლეთის სამ ქვეყანასთან აფორმებს შეთანხმებებს, მათ ომში მონაწილეობაზე საუბარი არ არის

უკრაინა ახლო აღმოსავლეთის სამ ქვეყანასთან აფორმებს შეთანხმებებს, მათ ომში მონაწილეობაზე საუბარი არ არის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, საუდის არაბეთთან და კატართან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებებში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან სამომავლო შეთანხმებაში საუბარი არ არის უკრაინელი სამხედროების ამ ქვეყნების დაცვაში მონაწილეობაზე.

,,დღეს არ ვსაუბრობთ ასეთ დეტალებზე. გარდა ექსპერტიზაზე, წვრთნაზე, ერთობლივ წარმოებაზე, წარმოებასა და ინვესტირებაზე. ყველა ეს მიმართულება ამოქმედებული იქნება. რაც შეეხება ჩვენს სამხედროებს, დღეს არ განვიხილევთ, რომ ისინი სხვა ომში მიიღებენ მონაწილეობას. ჩვემი ომი გვყოფნის. რაც შეეხება ჩვენს ექსპერტიზას, როგორაა საჭირო თავის დაცვა, ეს სხვა საკითხია,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომელიც უკრაინამ კატართან გააფორმა, ითვალისწინებს ერთობლივ წარმოებას, კატარსა და უკრაინაშ ქარხნების აშენებას და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას.

“ანუ ამ 10 წლის განმავლობაში გვექნება ერთობლივი წარმოება, ავაშენებთ ქარხნებს ორივე ქვეყანაში,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, კატართან გაფორმებული შეთანხმება ანალოგიურია იმისა, რომელიც აქამდე საუდის არაბეთთან გაფორმდა, და უახლოეს მომავალში ანალოგიური შეთანხმება გაფორმდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთანაც.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები