ლევან მაჭავარიანი - ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ საქართველო გადარჩა - ამ ყველაფრის მოსაპოვებლად ურთულესი ბრძოლაა გავლილი შიდა და გარე მტრებთან

ბიძინა ივანიშვილის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ საქართველო გადარჩა! გადარჩა ჩვენი ერი და გადარჩა ჩვენი სახელმწიფო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება „ფედერალისტების“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებას, რომლის თანახმად, „ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი“.

მაჭავარიანის თქმით, დღეს ვამაყობთ, რომ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო.

ბიძინა ივანიშვილის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ საქართველო გადარჩა! გადარჩა ჩვენი ერი და გადარჩა ჩვენი სახელმწიფო. დასრულდა სისტემური წამება-გაუპატიურება, ოჯახების საძინებლებში თვალთვალი, ბიზნესის რეკეტი, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, ადამიანების ჩაგვრა განსხვავებული აზრისთვის.

დღეს ვამაყობთ იმით, რომ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო. ვიცავთ ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას, ჩვენს იდენტობას, ტრადიციებსა და კულტურას.

ამ ურთულეს დროში ვინარჩუნებთ მშვიდობასა და სტაბილურობას. ქართველ ხალხთან ერთად ამ ყველაფერში ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის ლომის წვლილია.

ამ ყველაფრის მოსაპოვებლად ურთულესი ბრძოლაა გავლილი შიდა და გარე მტრებთან, ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, სანამ ქართველი ხალხი ასე გვიდგას გვერდში, ჩვენ არცერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ, ამ მონაპოვრის შენარჩუნებასა და განვითარებას მოვახერხებთ. ამ ყველაფრის გარანტია „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.

ჩვენ იდეალურები ნამდვილად არ ვართ, რაღაცები გამოსასწორებელია, რაღაცები კიდევ უკეთ არის გასაკეთებელი.

თუმცა, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ეს ნამდვილად ჩვენი გუნდის დამსახურებაა და ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა დააფასოს“, - წერს მაჭავარიანი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი