მეუფე იაკობი - მთავარია სინოდი ძლიერად ვიყოთ და როცა გამოვარჩევთ პატრიარქს, ვაკეთოთ საქმე ერთსულოვნებით - გგონიათ, ვინმეს ჩავრევთ გადაწყვეტილებაში? - გამორიცხულია -  სასულიერო პირებს თანადგომას ვეუბნები, თუ ვინმეს გარედან შეწუხება დაუწყეს, მითხრან და არავის დავინდობ

არავის მივცემთ საშუალებას ჩაერიონ. სასულიერო პირებს პირად თანადგომას ვეუბნები - თუ ვინმეს გარედან შეწუხება დაუწყეს, მითხრან და გარეთ არავის დავინდობ! ხშირად ჩემ თავს ვაზიანებ და არავის ვაძლევ საშუალებას, ეკლესიაში ხელები აფათუროს, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობის თქმით, პატრიარქი ილია მეორე მასზე საუბრისას ამბობდა, რომ „საქმისთვის თუ საჭირო გახდებოდა, თავით კლდეებსაც გადაანგრევდა და გავიდოდა“.

„ახლა ბევრი ვნებათაღელვაა, დაბნეულია ერი. მიდის საუბარი, ვინ იქნება პატრიარქი, როგორ იქნება. მთავარი ეს კი არ არის, პატრიარქს რა თქმა უნდა, გამოვარჩევთ, ღირსეული იქნება ვისაც გამოვარჩევთ, აქ მთავარია ის, რომ ხშირად დაბნეულები რომ ვიყავით, ზოგი ამბობდა ამას დაუჭერთ მხარს, იმას დაუჭერთ მხარს. მოდი ჩავთვლით, რომ დაბნეულები რომ ვიყავით, მაგიტომ ვამბობდით. ქრისტიანმა ადამიანმა რომ მაგით დაიწყოს: "ეგ აირჩიეთ", "იქ აირჩიეთ", ეს ნიშნავს, რომ ქრისტესგან გაშორებულია. არჩევა სულიწმიდით ხდება. მეც ვერ ვეტყვი ვინმეს ეპისკოპოსს, არ ვკადრებ, ღმერთს არ ვკადრებ იმას, რომ ამას დაუჭირეთ მხარი, იმას. ვიცი, ვინ უნდა ავირჩიო, განა არ ვიცი?! აქ მთავარია ის, თუ ჭკვიანი ადამიანები დაფიქრდებიან იმაზე, რომ როდესაც უწმინდესი საჭეთმპყრობელი ბრძანდებოდა ეკლესიის, გადახედეთ აბა, სინოდის წევრები ყოველთვის ისე ვიქცეოდით, რომ მასთან ვიდექით? ნერვებსაც ვუშლიდით...შეგვინდოს უფალმა. ადამიანები ვართ და ჩვენი სისუსტეა. მთავარია სინოდი ძლიერად ვიყოთ და როცა გამოვარჩევთ პატრიარქს, პატრიარქთან ერთად ვაკეთოთ ერთი საქმე ერთსულოვნებით. ის კი არ არის მთავარი ვინ იქნება პატრიარქი. ჩვენ პატრიარქზე დიდი, ვინც არ უნდა იყოს, მთელი სინოდი რომ აგვიღონ, იმის ფასი არ ვართ არცერთი! ძალიან ძლიერი სინოდი დაგვტოვა და რა საქმეც დაიწყო ბოლომდე მისაყვანი გვაქვს. ჩვენი პატრიარქის სურვილი იყო საქართველოში ერთმანეთთან გვქონდა ის დამოკიდებულება, როგორც ქრისტიანებს შეეფერება. ვერ იტანდა ერთმანეთს რომ რაღაცას ვუშავებდით, ცუდს რომ ვლაპარაკობდით... დაგვინახოს ყველამ როგორ გვიყვარს ერთმანეთი და შეგვაფასონ თუ ვისები ვართ.

გგონიათ, რომ ვინმეს ჩავრევთ რაიმე გადაწყვეტილებაში?! - გამორიცხულია! უწმინდესი ჩემზე იძახდა, მეუფე ისეთი ადამიანია, ჩიხში და მსგავს რაღაცაში არ მოხვდებაო. საქმისთვის თუ საჭირო გახდა, თავით კლდეებსაც გადაანგრევს და გავაო. არავის მივცემთ საშუალებას ჩვენთან რომ ჩაერიონ. სასულიერო პირებს პირად თანადგომას ვეუბნები: ვინმეს გარედან შეწუხება თუ დაუწყეს მითხრან და გარეთ არავის დავინდობ! მე ხშირად ჩემ თავს ვაზიანებ და არავის ვაძლევ საშუალებას ეკლესიაში ხელები აფათუროს. უფლის შეწევნით, ისევ ის ვარ, ვინც ვარ, უფრო გაძლიერებული ვარ ჩემი უწმინდესის. ერთი წამით არ დავუტოვებივარ, ვგრძნობ ჩემთან არის“,- აღნიშნავს მეუფე იაკობი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი