მიტროპოლიტი ისაია - ილოცეთ, გამოარჩიოს უფალმა ადამიანი, რომელიც გოლგოთაზე ღვთის ნებით უნდა ავიდეს, ეს არაა ადვილი, სასიხარულო ამაში არაფერია, ეს არის ჯვარი - უფალი ვისაც დააკისრებს, ალბათ, ამაზე უარი არ უნდა თქვას

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას განცხადებით, სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შემცვლელად, ჯერ არავის კანდიდატურა არ დასახელებულა.

როგორც მან ქადაგებისას აღნიშნა, „ეს არის ჯვარი, რომელიც ადამიანს უფალმა უნდა დაადოს“.

ასევე, მეუფე ისაია აღნიშნავს, რომ ეს არ არის ადვილი და სასიხარულო ამაში არაფერია.

„იცით, რომ არჩევნები მოდის. არავინ დასახელებულა ჯერ საერთოდ. ამას თავისი დრო აქვს, როდესაც უნდა მოხდეს ეს ამბავი. ერთმა სასულიერო პირმა მომწერა უცხოეთიდან- ვლოცულობ, რომ თქვენ გახდეთო, მას ვუპასუხე: „იმაზე კი ნუ ლოცულობთ ვინ გახდეს და ვინ არა, ილოცეთ იმისთვის, რომ ყოველი არის ღვთის ნება“. უფლის ნება როგორია, ეს არის მთავარი, თქვენც გთხოვთ, რომ ილოცოთ, როგორც არის ღვთის ნება, რომ გამოარჩიოს უფალმა ის ადამიანი, რომელიც ამ გოლგოთაზე ღვთის ნებით უნდა ავიდეს. ეს არ არის ადვილი, სასიხარულო ამაში არაფერი არ არის, ასე ვთქვათ, ეს არის ჯვარი, რომელიც ადამიანს უფალმა უნდა დაადოს. ვისაც დააკისრებს, ალბათ, ამაზე უარი არ უნდა თქვას და ეს ჯვარი უნდა იტვირთოს. ამას ვერავინ იტვირთებს, თუ ღვთის შეწევნა არ იქნება, ეს უფლის შეწევნაა, თუ უფალი არ შეეწია ადამიანს, ვერც ჩვენი უწმინდესი შეძლებდა ამას, მას რომ ღვთის შეწევნა არ ჰქონოდა. ამდენად, ინებოს უფალმა, რომ გამოარჩიოს ის, ვინც არის მისთვის საჭირო, ვისაც ის ხედავს“,- აღნიშნა მეუფე ისაიამ.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას ათასობით მოქალაქემ პატივი მიაგო. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი