რომის პაპი - ღმერთს ვერავინ გამოიყენებს ომის გასამართლებლად - იესო არ ისმენს ომის მწარმოებელთა ლოცვებს

რომის პაპმა ლეომ განაცხადა, რომ ღმერთი უარყოფს ლიდერების ლოცვებს, რომლებიც ომებს აწარმოებენ და „ხელები სისხლით აქვთ სავსე“.

რომის პაპმა ბზობის კვირას წმინდა პეტრეს მოედანზე ათიათასობით ადამიანს მიმართა, მისი განცხადებით, იესოს გამოყენება არ შეიძლება ნებისმიერი ომის გასამართლებლად.

„ეს არის ჩვენი ღმერთი: იესო, მშვიდობის მეფე, რომელიც უარყოფს ომს, რომელსაც ვერავინ გამოიყენებს ომის გასამართლებლად”, - განაცხადა პაპმა ლეომ და დასძინა:

„(იესო) არ ისმენს ომის მწარმოებელთა ლოცვებს, არამედ უარყოფს მათ და ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ლოცულობთ, მე არ მოგისმენთ: ხელები სისხლით გაქვთ სავსე“, - განაცხადა მან ბიბლიის მონაკვეთის ციტირებით.

რომის პაპ ლეოს არ დაუკონკრეტებია მსოფლიო ლიდერები.

პაპმა წუხილი გამოთქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ქრისტიანები „საშინელი კონფლიქტის შედეგებს განიცდიან“ და შესაძლოა ვერ შეძლონ აღდგომის აღნიშვნა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები