ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში ადგილობრივმა მოსახლეობამ და ე.წ უსახლკარო პირებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს აშენებს.

შეკრებილები ხელისუფლებას და ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, რომ აღნიშნული ოჯახების საკითხის ინდივიდუალური შესწავლა და მათი დაკმაყოფილება უნდა მოხდეს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ და დახმარებას ითხოვენ.

„ბიზნესი და ხელისუფლება ისე კარგად შეხმატკბილდნენ ერთმანეთში, საერთოდ დაავიწყდნენ სოციალური პასუხისმგებლობა.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას და ბიზნესს, რომ აიღონ პასუხისმგებლობა, რათა აჭარაში უსახლკარო ოჯახები არ იყოს. ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს მივმართავ: ის ვერ შეძლებს აქ ერთი ტექნიკის შემოყვანას და მშენებლობის დაწყებას, მანამ სანამ ამ ოჯახების დაკმაყოფილება არ მოხდება, რომლის პირობა მას ჰქონდა და არ შეასრულა“, - აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი