აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრი არჩილ სამნიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის თანამდებობიდან წასვლას გამოეხმაურა.
„მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა და არსებული კონიუნქტურისა, მოურიდებლად შემიძლია ერთი რამის თქმა დავითთან დაკავშირებით, რომ ის იყო წესიერი, საკმაოდ გაწონასწორებული და შეძლებისდაგვარად დაბალანსებულიც კი ამ საკმაოდ პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში.
ჩემი დაკვირვებით, ოპონენტებისა და პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში სწორედ რადიკალიზმის ხარისხი დაუწუნეს დავითს და სწორედ ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც თანამდებობის დატოვების“, - აცხადებს არჩილ სამნიძე.
შეგახსენებთ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.