„გახარია - საქართველოსთვის“ წევრი - ჩემი დაკვირვებით, ოპონენტებისა და პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში რადიკალიზმის ხარისხი დაუწუნეს დავით გაბაიძეს და სწორედ ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მიზეზი თანამდებობის დატოვების

აჭარის უმაღლეს საბჭოში პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრი არჩილ სამნიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის თანამდებობიდან წასვლას გამოეხმაურა.

„მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა და არსებული კონიუნქტურისა, მოურიდებლად შემიძლია ერთი რამის თქმა დავითთან დაკავშირებით, რომ ის იყო წესიერი, საკმაოდ გაწონასწორებული და შეძლებისდაგვარად დაბალანსებულიც კი ამ საკმაოდ პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში.

ჩემი დაკვირვებით, ოპონენტებისა და პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში სწორედ რადიკალიზმის ხარისხი დაუწუნეს დავითს და სწორედ ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც თანამდებობის დატოვების“, - აცხადებს არჩილ სამნიძე.

შეგახსენებთ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში