აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ კომიტეტების შემადგენლობაში ცვლილების შეტანის საკითხზე იმსჯელა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ბიუროს სხდომა გამართა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, რამაზ ჯინჭარაძე უძღვებოდა.

ბიუროს წევრებმა კომიტეტების შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.

როგორც რამაზ ჯინჭარაძემ აღნიშნა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგინებით, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის შემადგენლობას ტოვებს ამავე ფრაქციის თავმჯდომარე, გოგი ფუტკარაძე და მას დავით გაბაიძე ჩაანაცვლებს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გოგი ფუტკარაძე რჩება საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის წევრად.

შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე თანამდებობას ტოვებს, რის შესახებაც გაბაიძემ განცხადება დღეს გააკეთა. “ინტერპესნიუსის” ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე, ერთ-ერთი კანდიდატად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გოგი ფუტკარაძე განიხილება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი