დონალდ ტრამპის განცხადებით, მალე გაიგებს, შეუძლია, თუ არა აშშ-ს ირანის პარლამენტის თავმჯდომარესთან მუშაობა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მალე გაიგებს, შეუძლია თუ არა აშშ-ს ირანის პარლამენტის თავმჯდომარესთან მუშაობა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ვაშინგტონი ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფს ესაუბრება.

კითხვაზე, მზად არის თუ არა ღალიბაფი აშშ-სთან მუშაობისთვის, ტრამპმა უპასუხა, რომ „მალე გაიგებს“.

„ამის შესახებ დაახლოებით ერთ კვირაში შეგატყობინებთ“, - განაცხადა ტრამპმა.

ასევე, ტრამპის თქმით, ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი „მძიმედ არის დაშავებული“, თუმცა „ალბათ, ცოცხალია“.

„ვფიქრობთ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი