პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავი შეუძლოდ წნევის დავარდნის გამო იგრძნო

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში თავი შეუძლოდ წნევის დავარდნის გამო იგრძნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.

როგორც პენიტენციურ სამსახურში განმარტეს, მდგომარეობის შეფასებისთანავე, მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი დახმარება გაეწია, რის შემდეგაც წნევა დარეგულირდა და მდგომარეობა გაუმჯობესდა.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციითვე, სააკაშვილი დაცემის შედეგად ფეხის ტკივილსაც უჩიოდა, თუმცა გარეგანი დათვალიერებითა და რენტგენოლოგიური კვლევით დაზიანება არ დადასტურდა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა დაწერა, მიხეილ სააკაშვილმა საკანში გონება დაკარგა, დაცემის შედეგად თავისა და კიდურების დაზიანება მიიღო.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი