ქეთევან ბაკარაძე - მოვუწოდებთ „ოცნებას“: გაზარდეთ პენსიები 200 ლარით და დააკანონეთ, რომ საქართველოში ხელფასი არ იყოს 1150 ლარზე ნაკლები!

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“: გაზარდეთ პენსიები 200 ლარით და დააკანონეთ, რომ საქართველოში ხელფასი არ იყოს 1150 ლარზე ნაკლები - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ქეთევან ბაკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დენის ტარიფის ერთბაშად 30%-ით გაძვირება პირდაპირ აზიანებს თითოეული მოქალაქის ჯიბეს.

„ეს გადაწყვეტილება აძვირებს არამხოლოდ ელექტროენერგიის საფასურს, არამედ ავტომატურად აძვირებს ყველაფერს: პროდუქტს, მომსახურებას და ყოველდღიურ ცხოვრებას.

„ოცნების“ განახლებული სოციალური პოლიტიკა ასეთია: პროდუქტი გაძვირდა, დენი გაძვირდა, წყალი გაძვირდა, საწვავი გაძვირდა.

გაძვირების ერთ-ერთ მიზეზად გაზრდილი ელექტრომოხმარება დაასახელეს. თუმცა რეალობა სხვაგვარია: საქართველოში არც ახალი მსხვილი საწარმოები გახსნილა და არც მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილა, პირიქით, დემოგრაფიული კრიზისი გვაქვს. ამ ფონზე ლოგიკურად ჩნდება კითხვა: რა იწვევს მოხმარების ზრდას? ერთ-ერთი პასუხი არის - კრიპტომაინინგი და ის ბიტკოინები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ბიზნესს უკავშირდება.

შედეგად, მათი მილიარდების ფასს „ქართული ოცნება” საკუთარი მოსახლეობის ხარჯზე იხდის: პენსიონერების, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების, სტუდენტებისა და მცირე ბიზნესების ხარჯზე. იმ ადამიანების, რომლებსაც ისედაც თვიდან თვემდე ძლივს გააქვთ თავი.

ერთადერთი რისი შეთავაზებაც „ოცნებას“ ახლა და მომავალში შეუძლია მოსახლეობისთვის, ეს არის გაძვირებული ცხოვრების უფრო და უფრო გართულება, იზოლაცია და გადარჩენისთვის უმძიმეს პირობებში ბრძოლა.

გასაგებია, რომ „ოცნებას“ არანაირი რესურსი არ აქვს ფასების და ტარიფების შემცირების. პირიქით, მათ პირობებში ყველაფერი იზრდება. ამიტომაც მოვუწოდებთ „ოცნებას“, ოდნავ მაინც რომ შეამსუბუქოს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება, გააკეთეთ ის, რისი რესურსიც რეალურად გაგაჩნიათ, გაზარდეთ პენსიები 200 ლარით და დააკანონეთ, რომ საქართველოში ხელფასი არ იყოს 1150 ლარზე ნაკლები! არ შეიძლება დღეს საქართველოში საქართველოს მოქალაქე იყოს იაფი მუშა ხელი“, - აღნიშნავს ქეთევან ბაკარიძე.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი