თამარ ჩერგოლეიშვილი - ეროვნული მობილიზაციის კამპანია დავიწყეთ, რათა რეჟიმი დასრულდეს - ეს კამპანია იქნება მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული და არა რომელიმე ავტოკრატი ლიდერის ან დონორის ახირებებზე

ეროვნული მობილიზაციის კამპანია დავიწყეთ იმისთვის, რომ ყველა ქართველი მშვიდობიან წინააღმდეგობაში ჩაერთოს და რეჟიმი დასრულდეს,- ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ეს კამპანია იქნება მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესებზე ორიენტირებული და არა რომელიმე ავტოკრატი ლიდერის ან დონორის ახირებებზე".

„დღეს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეა, ეს არის უპრეცედენტო ერთსულოვნების დღე, როდესაც მოსახლეობის 90%-მა მიიღო რეფერენდუმში მონაწილეობა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ და 99%-მა უპასუხა - დიახ. ის, რაც 35 წლის წინ ერთსულოვნად ავირჩიეთ, დღეს არის საფრთხეში. საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა დგას საფრთხეში იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი უთხრის ძირს, ეს ჩანს ყველაფერში, მათ ყველა მოქმედებაში. ჩვენ გვჭირდება კამპანია დამოუკიდებლობის გადასარჩენად იმიტომ, რომ დამოუკიდებლობა არის ყველა ქართველის სასიცოცხლო ინტერესი. დამოუკიდებლობის გარეშე ჩვენ სახელმწიფო ვერ გვექნება, ვერ გვექნება სამართლიანობა და კეთილდღეობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეროვნული მობილიზაციის კამპანია დავიწყეთ იმისთვის, რომ ყველა ქართველი მშვიდობიან წინააღმდეგობაში ჩაერთოს და რეჟიმი დასრულდეს. დასასრული არის იმაზე ბევრად ახლოს, ვიდრე ჩვენ გვგონია იმიტომ, რომ ავტორიტარული რეჟიმები ჯერ თანდათან იშლებიან და შემდეგ ერთბაშად. ერთბაშად ჩამოშლაა დარჩენილი და ამას მივაღწევთ. ყველა წინა კამპანიისგან განსხვავებით, ეს კამპანია იქნება მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესებზე ორიენტირებული და არა რომელიმე ავტოკრატი ლიდერის ან დონორის ახირებებზე",-განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისი, როდესაც თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „დიდი ხალხმრავალი აქცია გაიმართება“. ამის შესახებ ნათქვამია „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაში, რომელიც ბრიფინგზე საზოგადოებას „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ გააცნო.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი