ლევან მაჭავარიანი - ოპოზიცია აბსოლუტურად უპერსპექტივოა, არაფერი გამოუვათ - „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებს სიმბოლიზმი და ამიტომ დაამთხვიეს თავიანთი, თითქოსდა „გამარჯვება“ 26 მაისს

ოპოზიცია აბსოლუტურად უპერსპექტივოა, არაფერი გამოუვათ - „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებს სიმბოლიზმი და ამიტომ დაამთხვიეს თავიანთი, თითქოსდა, „გამარჯვება“ 26 მაისს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა „ოპოზიციის ალიანსის“ კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ასეთი დამოუკიდებელი და სუვერენული არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის.

„აბსოლუტურად უპერსპექტივოები არიან. ზოგადად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებს სიმბოლიზმი. მაგიტომ დაამთხვიეს თავიანთი თითქოსდა „გამარჯვება“ 26 მაისს. არაფერი გამოუვათ. ბოლომდე არიან განულებულები, გამარგინალებულები. აბსოლუტურად დაკარგული აქვთ ნდობა ჩვენს საზოგადოებაში. ერთმანეთს თუ ატყუებენ და ამხნევებენ, გააგრძელონ „სახლობანას“ თამაში, მათი უფლებაა. არაფერი შანსი არ აქვთ. რაც უფრო დრო გადის, საზოგადოება კიდევ უფრო რწმუნდება ჩვენი პოლიტიკის სისწორეში. იმაში, რომ რა ნაბიჯებიც ჩვენ გადავდგით, აბსოლუტურად უალტერნატივოა და იმაში, რომ მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი საქართველოში, მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მათი ინფორმაციით, კამპანიის სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისი, როდესაც თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „დიდი ხალხმრავალი აქცია გაიმართება“.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი