არჩილ გორდულაძე სოფიო ხორგუანს - უნდა გაუფრთხილდეთ თავს, ასეთი ნერვიულობაც არ ღირს - ის ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ შატალოზე, თქვენ პარლამენტში ვერ მოხვდებოდით

უნდა გაუფრთხილდეთ თავს, ასეთი ნერვიულობაც არ ღირს. მესმის, რომ სანერვიულოდ გაქვთ საქმე თქვენც და თქვენს ბელადსაც , - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ პარლამენტში განაცხადა და მიმართა "გახარია- საქართველოსთვის" წევრს, სოფიო ხორგუანს.

გორდულაძემ ხორგუანს უთხრა, რომ შოუს დადგმა და „ქულების დაწერა“ არ გამოსვლიათ და არც გამოუვათ.

„როგორ არ შეიძლება, ადამიანმა ინერვიულოს, როდესაც თავის ქვეყანას მილიონ კვადრატულ მეტრს დაუკარგავს, გასაგებია ისიც, რომ თქვენც არ მიგაჩნიათ საქართველო სამშობლოდ, გასაგებია, რომ მხოლოდ პოპულიზმით ხართ დაკავებულები, გასაგებია, რომ განსაკუთრებული ემოციურობით აქ შოუ უნდა დადგათ და შემდეგ შეეცადოთ, რომ რაიმე ქულა დაიწეროთ - მაგრამ, ეს არ გამოგსვლიათ, არც მომავალში გამოგივათ, იმიტომ, რომ ამის გარანტორები ჩვენ ვართ, მათ შორის, ჩვენი მილიონნახევარზე მეტი ამომრჩეველი და ქართული საზოგადოება“, - აღნიშნა გორდულაძემ.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, გახარიას პარტიის წევრები მომავალშიც არაერთხელ ჩავარდებიან „უხერხულ მდგომარეობაში არაკომპეტენტურობისა და არაკეთილსინდისიერების“ გამო. მისივე თქმით, პარლამენტში გახარიას პარტიის წევრების ყოფნა, მათი მხარდამჭერების შეურაცხყოფაა, რადგან ისინი ერთი წლის მანძილზე შატალოზე იმყოფებოდნენ.

"რაც შეეხება, რომ მიგითითებთ ხოლმე კონკრეტულ საკითხზე, ელემენტარულად, გეუბნებით, რომ წაიკითხეთ წინ რაც გიდევთ, ის წაიკითხეთ და საკითხი გაარკვიეთ რას ეხება - დამატებითი კითხვა რამდენიც გნებავთ, იმდენი დასვით, ეს თქვენი უფლებაა.

ბევრ უხერხულობაში ჩავარდნილხართ, მომავალშიც არაერთხელ ჩავარდებით უხერხულ მდგომარეობაში ისევ და ისევ, ერთი - რომ კომპეტენციის პრობლემაა, მეორე - არაკეთილსინდისიერების პრობლემაა და მესამე - გასაგებია, რომ არ გაქვთ ეს მხარდაჭერა და იცით, რომ ბოლოჯერ ხართ საქართველოს პარლამენტში და ყველანაირად ცდილობთ, რაიმე სათქმელი მაინც გქონდეთ და ტრიბუნა გამოიყენოთ. კი ბატონო, კიდევ ერთხელ, გახსოვდეთ, რომ ახლა აქ რომ ბრძანდებით, აქ ახლა ყოფნით, თქვენს მხარდამჭერებს შეურაცხყოფას აყენებთ, იმიტომ, რომ ერთი წლის განმავლობაში უბრალოდ, შტალოზე ბრძანდებოდით და ის ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ შატალოზე, თქვენ პარლამენტში ვერ მოხვდებოდით, იმიტომ, რომ მათი ადგილმონაცვლე ბრძანდებით," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი