არჩილ გორდულაძე სოფიო ხორგუანს - უნდა გაუფრთხილდეთ თავს, ასეთი ნერვიულობაც არ ღირს - ის ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ შატალოზე, თქვენ პარლამენტში ვერ მოხვდებოდით

უნდა გაუფრთხილდეთ თავს, ასეთი ნერვიულობაც არ ღირს. მესმის, რომ სანერვიულოდ გაქვთ საქმე თქვენც და თქვენს ბელადსაც, - ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ "გახარია- საქართველოსთვის" წევრს სოფიო ხორგუანს.

გორდულაძემ ხორგუანს უთხრა, რომ შოუს დადგმა და „ქულების დაწერა“ არ გამოსვლიათ და არც გამოუვათ.

„როგორ არ შეიძლება, ადამიანმა ინერვიულოს, როდესაც თავის ქვეყანას მილიონ კვადრატულ მეტრს დაუკარგავს, გასაგებია ისიც, რომ თქვენც არ მიგაჩნიათ საქართველო სამშობლოდ, გასაგებია, რომ მხოლოდ პოპულიზმით ხართ დაკავებულები, გასაგებია, რომ განსაკუთრებული ემოციურობით აქ შოუ უნდა დადგათ და შემდეგ შეეცადოთ, რომ რაიმე ქულა დაიწეროთ - მაგრამ, ეს არ გამოგსვლიათ, არც მომავალში გამოგივათ, იმიტომ, რომ ამის გარანტორები ჩვენ ვართ, მათ შორის, ჩვენი მილიონნახევარზე მეტი ამომრჩეველი და ქართული საზოგადოება“, - განაცხადა გორდულაძემ.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, გახარიას პარტიის წევრები მომავალშიც არაერთხელ ჩავარდებიან „უხერხულ მდგომარეობაში არაკომპეტენტურობისა და არაკეთილსინდისიერების“ გამო. მისივე თქმით, პარლამენტში გახარიას პარტიის წევრების ყოფნა, მათი მხარდამჭერების შეურაცხყოფაა, რადგან ისინი ერთი წლის მანძილზე შატალოზე იმყოფებოდნენ.

"რაც შეეხება, რომ მიგითითებთ ხოლმე კონკრეტულ საკითხზე, ელემენტარულად, გეუბნებით, რომ წაიკითხეთ წინ რაც გიდევთ, ის წაიკითხეთ და საკითხი გაარკვიეთ რას ეხება - დამატებითი კითხვა რამდენიც გნებავთ, იმდენი დასვით, ეს თქვენი უფლებაა.

ბევრ უხერხულობაში ჩავარდნილხართ, მომავალშიც არაერთხელ ჩავარდებით უხერხულ მდგომარეობაში ისევ და ისევ, ერთი - რომ კომპეტენციის პრობლემაა, მეორე - არაკეთილსინდისიერების პრობლემაა და მესამე - გასაგებია, რომ არ გაქვთ ეს მხარდაჭერა და იცით, რომ ბოლოჯერ ხართ საქართველოს პარლამენტში და ყველანაირად ცდილობთ, რაიმე სათქმელი მაინც გქონდეთ და ტრიბუნა გამოიყენოთ. კი ბატონო, კიდევ ერთხელ, გახსოვდეთ, რომ ახლა აქ რომ ბრძანდებით, აქ ახლა ყოფნით, თქვენს მხარდამჭერებს შეურაცხყოფას აყენებთ, იმიტომ, რომ ერთი წლის განმავლობაში უბრალოდ, შტალოზე ბრძანდებოდით და ის ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ შატალოზე, თქვენ პარლამენტში ვერ მოხვდებოდით, იმიტომ, რომ მათი ადგილმონაცვლე ბრძანდებით", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში