სალომე ზურაბიშვილი - რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება - პასუხი კიდევ ერთხელ არის გასაცემი

რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

სალომე ზურაბიშვილი რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ დღესაც კითხვის წინაშე ვართ, როგორც 35 წლის წინ.

ზურაბიშვილის განცხადებით, ვერავინ იფიქრებდა, რომ დღეს, ხელახლა და ტრაგიკულად დაისმებოდა კითხვა, რა გინდათ: რუსეთი თუ საქართველო, რუსეთი თუ თავისუფლება, რუსეთი თუ დამოუკიდებლობა, რუსეთი თუ სახელმწიფო?.

„31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეა, ამ დღეს ორი გმირი ჰყავს: ერთი მხრივ, ეს არის მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელმაც გაბედა ეს ნაბიჯი გადაედგა და მეორე მხრივ, გმირი ქართველი ხალხი, რომელმაც თავისი სათქმელი თქვა, თავისი ნება გამოხატა - უარი თქვა რუსეთზე, უარი თქვა იმ უახლოეს წარსულზე, რომელიც მონობის წარსული იყო.

ეს კითხვა, სამწუხაროდ, ჩვენს წინაშე დგას 35 წლის მერეც, რასაც არავინ იფიქრებდა, ჩვენ არ ვიფიქრებდით იმას, რომ ხელახლა, ასე ტრაგიკულად იქნებოდა დასმული კითხვა: რა გინდათ, რუსეთი თუ საქართველო? რუსეთი თუ თავისუფლება? რუსეთი თუ დამოუკიდებლობა? რუსეთი თუ სახელმწიფო? და ჩვენი პასუხი კიდევ ერთხელ არის გასაცემი, გასაცემი კიდევ ერთხელ ყველასი ერთად, რადგან არაფერი ისე არ უწყობს ხელს რუსეთს და მტერს, როგორც ერის დაყოფა. რუსეთი ყველა მხრივ, ყველანაირად ცდილობს, რომ სწორედ დაგვყოს და ყველანაირად ცდილობს რუსული რეჟიმი საქართველოში, რომ არ შედგეს ერთობა, არ შედგეს ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა, საითკენ უნდა საქართველოს განვითარება. ასე რომ, ეს პასუხი დღესაც ჩვენი გასაცემია. პასუხს უკვე სცემენ ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ციხეში არიან და ციხიდან გვეუბნებიან, რომ ჩვენი მომავალი არის ერთობაში და ერთად გაცემულ პასუხშია, არა რუსეთს, კი საქართველოს”, - აცხადებს მიმართვაში ზურაბიშვილი.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი